15 წლის ბიჭი, რომელიც დღეს
მდინარე სუფსაში დაიხრჩო,
გიორგი თირქიაა. ბიჭი სოფელ
ჩიბათში ცხოვრობდა.გულს
გვიწყვეტს და სიტყვები
გვღალატობს, რადგან აღარ
არის ჩვენს გვერდით ჩვენი
საყვარელი მოსწავლე
გიორგი თირქია.გიორგი იყო
სითბოსა და სიკეთის
მატარებელი. მისი
თავაზიანობა მშვიდი
ბუნება და ყურადღება
ყველასთვის, ვინც მასთან
ურთიერთობდა, დაუვიწყარი
გახდება. ის იყო მოსწავლე,
რომელიც სხვას უსმენდა,
უგებდა და ყოველთვის
სიკეთეს ანაწილებდა.ჩვენს
გულებში გიორგი დარჩება
როგორც სიმშვიდის,
წესიერების და სიყვარულის
მაგალითი. ვუსამძიმრებთ
გიორგის ოჯახს და ყველა იმ
ადამიანს, ვინც მას იცნობდა
და უყვარდა. გიორგი
ყოველთვის ჩვენს გვერდით
იქნება – მოგონებებსა და
გულებში.