რუსთაველის გამზირზე
მიმდინარე საპროტესტო
აქციის მონაწილეთა
ნაწილმა, რუსთაველის
თეატრის მიმდებარე
ტერიტორიაზე გადაინაცვლა
მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა
აქციის დაშლის საპოლიციო
ღონისძიება
დაიწყო.პროტესტანტები
ბარიკადების აგებას
ცდილობენ, თუმცა სპეცრაზმი
მათ ამის საშუალებას არ
აძლევს. აქციის მონაწილეთა
ნაწილმა რუსთაველის
გამზირზე ცეცხლი დაანთო და
ასე ცდილობს
სპეცრაზმისთვის
წინააღმდეგობის
გაწევას.ამასთან, დაშლამდე
შსს-მ განცხადება
გაავრცელა სადაც
აღნიშნული იყო, რომ შსს
აქციის მოძალადე ჯგუფის
წევრების მიმართ
გამოიყენებდა კანონით
გათვალისწინებულ
სპეციალურ საშუალებებს,
რათა გაეთავისუფლებინა
პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორია.თბილისში
საპროტესტო აქცია უკვე მე-5
დღეა მიმდინარეობს.
მოქალაქეების პროტესტი
ხელისუფლების განცხადებას
მოჰყვა, რომლის მიხედვითაც,
ევროკავშირთან
მოლაპარაკებების გახსნა 2028
წლამდე დღის წესრიგში არ
დადგება.