აქციაზე წყლის ჭავლი გაუშვეს

Primetime.ge 4 თვის წინ 80
აქციაზე წყლის ჭავლი გაუშვეს
პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიცია ამ წუთებში წყლის ჭავლს იყენებს. პარალელურად, სპეცრაზმმაც დაიწყო გადაადგილება.მანამდე, ადგილზე ვითარება უკიდურესად იყო დაძაბული, მოქალაქეები სამართალდამცველებს უპირისპირდებოდნენ. რამდენჯერმე გაისმა გაფრთხილება, რომ დემონსტრანტებს ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით გათვალისწინებული საშუალებები იქნებოდა გამოყენებული.შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, აქცია შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს გასცა.პარლამენტთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე.აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია