უწყვეტ რეჟიმში
მიმდინარეობს სამინისტროს
საექსპერტო-კრიმინალისტიკური
შესაძლებლობების
განვითარება - ამის შესახებ
შინაგან საქმეთა
მინისტრობის კანდიდატმა
ვახტანგ გომელაურმა
პარლამენტში,
მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადების ფორმატში,
მოხსენებით წარდგენისას
განაცხადა."სამინისტრო
აქტიურად მუშაობს დნმ-ის
მონაცემთა ბაზის შექმნაზე,
რაც მნიშვნელოვნად
გაზრდის დანაშაულის
გამოძიების ხარისხს. ასევე,
მიმდინარე წელს
დამტკიცდება კანონპროექტი
დნმ-ის ბაზის შექმნის
შესახებ, რომელიც
პარლამენტმა პირველი
მოსმენით უკვე
მიიღო.მუდმივ რეჟიმში
მიმდინარეობს
საექსპერტო-კრიმინალისტიკური
დეპარტამენტის
ლაბორატორიული ტექნიკური
საშუალებების განახლება
და ცალკეული საექსპერტო
მიმართულებების
აკრედიტაციის სფეროს
გაფართოება", - განაცხადა
ვახტანგ გომელაურმა.