აქამდე თუ გვიწევდა, რომ
ჩვენ გვემტკიცებინა
რაღაცები, მოგვეყოლა
ისტორიები, დღეს ეს
ყველაფერი იმდენია, ვეღარ
ავუდივართ ინფორმაციას,
რომელსაც ილონ მასკი თუ
აშშ-ის ახალი
ადმინისტრაციის სხვა
წარმომადგენლები
ავრცელებენ, – ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა
განაცხადა.პაპუაშვილის
თქმით, აშშ-ის ახალი
ადმინისტრაციის მხრიდან
ყოველდღე ვრცელდება
ინფორმაცია ამა თუ იმ
მეთოდის შესახებ, რაც
საქართველოში არაერთხელ
განხორციელდა.„იმდენი
ინფორმაცია მოდის, რთულია
მისი სისტემატიზაცია.
პირდაპირ ჩანს, როგორ
გამოიყენებოდა მეთოდებად
ზუსტად ის, რასაც ჩვენ
ვხედავდით –
საზოგადოებრივი წესრიგის
ხელშეშლა, როგორც გარედან
დაფინანსებული ერთ-ერთი
მეთოდი იმისა, რაც ჩვენ
არაერთხელ ვნახეთ ჩვენს
ქვეყანაში. ამიტომ,
მნიშვნელოვანია, რომ
დემოკრატიამ საკუთარი
თავი დაიცვას და ამ მხრივ
ყველა საკანონმდებლო
ინსტრუმენტი, რაც საჭიროა,
ეს იქნება
უზრუნველყოფილი“, –
განაცხადა პაპუაშვილმა.