კარლ ბილდტის განცხადება,
რომელმაც თქვა, რომ 29
დეკემბრის შემდეგ,
ევროკავშირმა და სხვებმა
უნდა გადაწყვიტონ, ვის
მიიჩნევენ საქართველოს
ლეგიტიმურ პრეზიდენტად,
პოლიტიკური შეფასებების
თემაა. ოპოზიციაში ამბობენ,
რომ შვედეთის ყოფილი
პრემიერისა და საგარეო
ურთიერთობების საკითხებში
ევროპული საბჭოს
თანათავმჯდომარის
განცხადება იმ პოლიტიკის
გაგრძელებაა, რომელიც
დასავლეთს "ქართული
ოცნების" მიმართ
აქვს."აუცილებელია ევროპის
კონსოლიდირება და
გაძლიერება იმასთან
მიმართებაში, თუ ვინ არის
საქართველოს ლეგიტიმური
პრეზიდენტი. ჩვენ აქ
გვჭირდება ფიზიკურად
ბევრი ევროპელი
პოლიტიკოსი. განცხადებები
კარგია, მაგრამ
პარლამენტარები, საგარეო
საქმეთა მინისტრები,
"ქართული ოცნების"
ყველანაირი თანხმობის
გარეშე, ხშირად უნდა
ჩამოვიდნენ აქ. ეს იქნება
მხარდაჭერის ფორმა. ახლა,
ერთ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ
უკვე ბევრი განცხადება და
სანქცია, მაგრამ
მხარდაჭერის ეს ფორმები და,
მათ შორის, ერთხმად
გამოხატული, ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ
გაგრძელდეს", - აცხადებს
კოლაიცია "ძლიერი
საქართველოს" ერთ-ერთი
ლიდერი ანა დოლიძე.