„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება“ – რუსეთის დუმის დეპუტატი

News.ge 2 თვის წინ 54
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება“ – რუსეთის დუმის დეპუტატი

და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება”, – ამის შესახებ ს დუმის დეპუტატმა, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი მათი დამოუკიდებლობის აღიარებას უკან არ წაიღებს.
“ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება. რუსეთი არავითარ გავლენას არ იქონიებს რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე, რისი იმედიც, შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. რაიმე გეგმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, არ არსებობს და არც იარსებებს”, – განაცხადა მან.
დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სა და “ქართული ოცნების” იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც 2008 წლის ომისთვის ბოდიშის მოხდას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეხება. კონსტანტინ ზატულინი ამბობს, რომ განცხადებები წინასაარჩევნოა და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს.
“წინასაარჩევნოდ მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ახალი მიდგომა აირჩია. კერძოდ, ოსების წინააღმდეგ ბოდიშის მოხდა, 2008 წლის სააკაშვილის აგრესიის გამო. ეს არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო ითქვა. ისინი ცდილობენ, ამომრჩევლების ყურადღება იმაზე მიაპყრონ, რა ჩიხშიც სააკაშვილმა აგრესიით შეიყვანა ქვეყანა”, – თქვა ზატულინმა და დასძინა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან შესარიგებლად, დამოუკიდებლობას არ დათმობენ.
bm.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია