დიდუბეში გაჩენილი
ხანძარი ლიკვიდირებულია,
თუმცა ტერიტორიაზე ძლიერი
დაკვამლიანება ამ დრომდე
შეინიშნება. 100-ზე მეტი
სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
ცეცხლის ლიკვიდაციას
რამდენიმე საათის
განმავლობაში
ცდილობდა.გთავაზობთ
მოვაჭრეების პირველ
კომენტარებს:„ერთხელ
დავიწვით, იმხელა ბაზრობა
დაგვეწვა, ახლა მეორეა ეს
შემთხვევა.სავარაუდო
მიზეზი ელექტროენერგიაა.
ადრეც იყო შემთხვევა
პატარა ადგილზე და მალე
ჩააქრეს. 7-ის ნახევარი იყო,
რომ გავიგე და ჩამოვედი.
ცეცხლი მთელ მასშტაბზე იყო
უკვე მოდებული“ყველაფერი 5
წუთში განვითარდა...
ვერაფერს გადაარჩენდი,
ისეთი მდგომარეობა იყო...
7-ის 10 წუთზე ცეცხლი უკვე
ეკიდა...“„აფეთქების ხმა
გავიგეთო, ადგილზე
მომუშავე პერსონალმა
თქვა“ - ამბობენ
მოვაჭრეები.