ასპინძის მუნიციპალიტეტის
სოფელ რუსთავში,
ყირიმ-კონგოს ცხელებით 35
წლამდე კაცი გარდაიცვალა.
იგი ინფექციურ
საავადმყოფოში 6 ივნისის
შემდეგ მკურნალობდა. წელს
ასპინძის მუნიციპალიტეტში
ყირიმ-კონგოს ცხელებით
გარდაცვალების უკვე მეორე
ფაქტი დაფიქსირდა.
ინფორმაციას „სამხრეთის
კარიბჭე“
ავრცელებს.ასპინძის
ჯანდაცვის ცენტრის
ინფორმაციით, „პაციენტს
ყირიმ-კონგოს ცხელება 6
ივნისს დაუდასტურდა და
გუშინ, 10 ივნისს
გარდაიცვალა. 35 წლამდე
მამაკაცია, რომელიც
ინფექციურ პათოლოგიის
ცენტრში გადიოდა
მკურნალობას“,- გვითხრეს
ცენტრში.ასპინძის
მუნიციპალიტეტში
ყირიმ-კონგოს
ლაბორატორიულად
დადასტურებული წელს
მესამე შემთხვევაა. გასულ
აპრილში სოფელ რუსთავში
ყირიმ-კონგო 70 წლამდე კაცს
დაუდასტურდა. იგი თავს
კარგად გრძნობს. მაისში კი
სოფელ რუსთავში 50 წლამდე
ქალი დაავადდა, რომელიც
ორკვირიანი მკურნალობის
შემდეგ გარდაიცვალა.