ასეთი შეჯახება როცა ხდება, სადაც არიან დაშავებულები, პასუხი ამის ორგანიზატორებს უნდა მოვთხოვოთ, დღეს სალომე ზურაბიშვილი პასუხს სთხოვს მათ, ვინც ქვეყანას ძალადობრივი რევოლუციისგან იცავს - გია ვოლსკი

Primetime.ge 5 დღის წინ 14
ასეთი შეჯახება როცა ხდება, სადაც არიან დაშავებულები, პასუხი ამის ორგანიზატორებს უნდა მოვთხოვოთ, დღეს სალომე ზურაბიშვილი პასუხს სთხოვს მათ, ვინც ქვეყანას ძალადობრივი რევოლუციისგან იცავს - გია ვოლსკი
არის ისეთი პრობლემები, რაც ჩვენც გვაღელვებს – ბევრი ადამიანი დაშავდა, დაშავდნენ პოლიციელებიც, მაგრამ ამ ჯახის ერთ-ერთი ორგანიზატორი პირადად სალომე ზურაბიშვილია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ასეთი შეჯახება როცა ხდება, სადაც არიან დაშავებულები, პასუხი ამის ორგანიზატორებს უნდა მოეთხოვოს, სალომე ზურაბიშვილი კი პასუხს სთხოვს მათ, ვინც ქვეყანას იცავს იმისაგან, რომ უკანონობა, ძალადობრივი რევოლუცია, სახელმწიფოს მექანიზმების ჩამოშლა და მოსპობა არ მოხდეს.„სალომე ზურაბიშვილი იმას ვერ გაიმეორებს, რაც „როიტერთან“ თქვა, როცა მას ჰკითხეს – რით მტკიცდება, რომ რუსეთის რესურსი არეულია არჩევნებში და რის შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან მას ეს მასალა არ აქვს და ეს განცხადება აბსოლუტური სიცრუე იყო ისევე, როგორც განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც რუსეთის ჩარევით მოხდა არჩევნების გაყალბება და ტრამპის ჯგუფი მოვიდა, რომელსაც სულ ახლახან, პარიზში ჩასული ასე ელაქუცებოდა. მას შეუძლია იმაზე ილაპარაკოს, რომ მომიტინგეების გარკვეული ნაწილი დაშავდა და ზოგიერთი პასუხისგებაშია მიცემული იმიტომ, რომ რეალურად საქმე რევოლუციასთან და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან ჰქონდა. საუბარი ამ თემაზე იქნება. რა საკვირველია, არის ისეთი პრობლემები, რაც ჩვენც გვაღელვებს – ბევრი ადამიანი დაშავდა. დაშავდნენ პოლიციელებიც, მაგრამ ამ ჯახის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სადაც აუცილებლად მოხდება ადამიანის დაშავება, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ხდებოდეს ეს, პირადად სალომე ზურაბიშვილია. ის პირადად დამნაშავე იმაში, რაც მოხდა. ვინმე თუ არის დაშავებული, მით უმეტეს, თუ ვინმე ისეთი, რომელსაც ბრალი არაფერში მიუძღვის, ყველაფერ ამაში იმ ადამიანების დიდი წვლილი დევს, რომლებმაც ეს შეჯახება დაგეგმეს და განახორციელეს. საფრანგეთში ასეთი შეჯახების დროს 11 ადამიანი დაიღუპა, ორასმა უმძიმესი დაზიანება მიიღო, ბევრმა თვალი დაკარგა, შვიდი ათასი პასუხისგებაშია მიცემული. როდესაც ასეთი შეჯახება ხდება, პასუხი ამის ორგანიზატორებს უნდა მოვთხოვოთ და დღეს სალომე ზურაბიშვილი პასუხს სთხოვს მათ, ვინც ქვეყანას იცავს იმისაგან, რომ უკანონობა, ძალადობრივი რევოლუცია, სახელმწიფოს მექანიზმების ჩამოშლა და მოსპობა არ მოხდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია