ასე დასცინეს გვარდიოლას “ტოტენჰემის” ფანებმა – გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

News.ge 4 კვირის წინ 14
ასე დასცინეს გვარდიოლას “ტოტენჰემის” ფანებმა – გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში “სიტი” “ტოტენჰემთან” საკუთარ მოედანზე 0:4 განადგურდა და ბოლო 18 წელში ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა.
მანჩესტერელებმა ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 5 შეხვედრა ბოლოს 18 წლის წინ წააგეს. უშუალოდ გუნდის დამრიგებელმა პეპ გვარიდოლამ კი ანტი-რეკორდი დაამყარა, რადგან ესპანელს თავის სამწვრთნელო კარიერაში მიჯრით ამდენი მარცხი არასდროს ქონია.
რა თქმა უნდა, მანჩესტერულ გუნდში პეპის განთავისუფლებაზე ჯერჯერობით არავინ ფიქრობს და თანაც, გუნდმა რამდენიმე დღის წინ ესპანელს კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგლძრივა, მაგრამ “ტოტენჰემის” ფანებმა მომენტით ისარგებლეს და გვარდიოლას ცნობილი შეძახილით
“ხვალ დილაზე გაგათავისუფლებენ” დასცინეს.
აღსანიშნავია, რომ “სიტი” პრემიერ ლიგის ლიდერ “ლივერპულს” 5 ქულით ჩამორჩება. არნე სლოტის გუნდს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და თუ დღეს გასვლაზე “საუთჰემპტონს” ძლევს სხვაობას 8 ქულამდე გაზრდის.

სრულად წაიკითხეთ სტატია