ხელს აწერენ ფაშისტურ
ქმედებებსაც, როდესაც,
ითხოვენ, რომ ამ
ადამიანების
სახელ-გვარები
გამოქვეყნებული იყოს და
ისინი საზოგადოებისგან
გარიყონ, - განაცხადა
„ქართული ოცნების“ წევრმა
არჩილ გორდულაძემ.ის
მედიის წარმომადგენლებზე
ძალადობის ფაქტებს
გამოეხმაურა.„ამორალურია
რაც ჩვენ ვნახეთ, როდესაც
პირდაპირ ეთერში
კონკრეტული ტელევიზიის
წარმომადგენელზე
იძალადეს. ამავდროულად,
არანაკლებ ამაზრზენი და
ამორალურია, როდესაც შენი
კოლეგების მიმართ არ იღებ
ხმას, რომლებთან ერთადაც
დღეებს ატარებ და არაფრით
ნაკლები არ არის ის
სიტყვიერი შეურაცხყოფები
და ბულინგი რისი გავლაც
უწევთ მაგალითად
„პოსტივის“,
საზოგადოებრივი
მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის,
„იმედის“ ჟურნალისტებს.
ხელს აწერენ ფაშისტურ
ქმედებებსაც, როდესაც,
ითხოვენ, რომ ამ
ადამიანების
სახელ-გვარები
გამოქვეყნებული იყოს და
ისინი საზოგადოებისგან
გარიყონ“, - განაცხადა
გორდულაძემ.