ფაქტია, რომ ISFED-ს ძალიან
უჭირს იმ ბულინგის გაძლება,
რომელიც მასზე
ხორციელდება. წინააღმდეგ
შემთხვევაში,
დარწმუნებული ვარ, რომ 2
დღის წინაც
გამოაქვეყნებდა თავის
წინასწარ შედეგებს, -
განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ,
არჩილ გორდულაძემ. მისი
შეფასებით, შედეგის
გამოქვეყნების
შემთხვევაში ოპოზიციის
ნარატივი
ჩამოიშლება.„მარტივია, თუ
რატომ ხდება ეს ბულინგი. იმ
შემთხვევაში, თუ ISFED-ი
გამოაქვეყნებს თავისი
პარალელური დათვლის
შედეგებს, დადასტურდება,
რომ ცენტრალური საარჩევნო
კომისიის მიერ ასახული
ხმები, „ქართული ოცნების“
პროცენტები თუ ოპოზიციური
პარტიების პროცენტები
სრულად შეესაბამება ISFED-ის
დათვლილს და ტყუილში
იქნება მხილებული Edison Research-ი
კიდევ ერთხელ. ეს ყველაფერი
არ უნდათ. ჩამოეშლებათ
მთელი ის ნარატივი და
კამპანია, რომელიც ჩვენი
დელეგიტიმაციის
მცდელობისკენ აქვთ
მიმართული“, - აცხადებს
გორდულაძე.არასამთავრობო
ორგანიზაცია ISFED-ი
პარალელური დათვლის
შედეგებს ისევ მალავს.