არ აქვს კონკრეტული
ადამიანის სახელ-გვარს
მნიშვნელობა, მთავარია ის,
ჩაიდინა თუ არა ადამიანმა
დანაშაული და სხვა
ადამიანს მიაყენა თუ არა
ზიანი, - განაცხადა
იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ
არჩილ გორდულაძემ ახალ
საკანონმდებლო
ინიციატივაზე საუბრისას,
რომლითაც მოპარული, ან
მითვისებული ქონების უკან
დაბრუნების მექანიზმი
მკაცრდება.კითხვაზე - როგორ
შეაფასებს ოპოზიციის
წარმომადგენელთა
განცხადებებს, რომლებიც
გიორგი ბაჩიაშვილზე
აკეთებენ აქცენტს და
ამბობენ, რომ ამ
საკანონმდებლო ცვლილებებს
აქვს კონკრეტული
პოლიტიკური მდგენელი -
გორდულაძე აცხადებს, რომ ეს
კანონი შეეხება ნებისმიერ
დამზარალებელს. ამის
მაგალითად მან მოიყვანა
თბილისში დაუსრულებელი
მშენებლობების საკითხი.
ამასთან, მისივე თქმით,
ცხადია, წარმოდგენილი
ცვლილებები გიორგი
ბაჩიაშვილზეც
გავრცელდება.„განსაკუთრებით
მტკივნეულად დგას
თბილისში დაუმთავრებელი
მშენებლობების საკითხი,
როდესაც ადამიანებმა
სხვადასხვა თაღლითური
მექანიზმების გამოყენებით
სხვა ადამიანებს ზიანი
მიაყენეს და ახლა უკვე
სახელმწიფოს უწევს რომ
დაზარალებულ ადამიანებს
ზიანი აუნაზღაუროს.
ათიათასობით არის ამ
ოჯახების რაოდენობა.
ამავდროულად, ნებისმიერ
პირზე, მათ შორის გიორგი
ბაჩიაშვილზეც გავრცელდება
წარმოდგენილი ცვლილებები.
არ აქვს კონკრეტული
ადამიანის სახელ-გვარს
მნიშვნელობა, მთავარია ის,
ჩაიდინა თუ არა ადამიანმა
დანაშაული და სხვა
ადამიანს მიაყენა თუ არა
ზიანი. კონკრეტული სახელის
და გვარის ქონა, რა თქმა
უნდა, ადამიანს ვერ
გაათავისუფლებს
პასუხისმგებლობისგან, რომ
დაზარალებულს ზიანი
აუნაზღაუროს. ეს არის
მარტივი ლოგიკა, მაგრამ,
დიახ შეგვიძლია თამამად
დავადასტუროთ, რომ
წარმოდგენილი ცვლილებები
მათ შორის გიორგი
ბაჩიაშვილზეც
გავრცელდება. ანუ იმ
ადამიანზე, რომელმაც
კონკრეტულ ადამიანს
მიაყენა კოლოსალური ზიანი
და ახლა აქვს სურვილი, რომ
უბრალოდ ჩაჯდეს
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში, შემდეგ
გამოვიდეს და ეს
მიყენებული ზიანის სახით
თანხები, რომელიც მან
მიითვისა, გამოიყენოს
თავისი პირადი
კეთილდღეობისთვის. როგორც
მას, ასევე ნებისმიერ
დამნაშავეს, ამ კანონის
ამოქმედების შემდეგ
ექნება ერთადერთი
მოლოდინი, რომ ვერანაირად
მოახერხებს გაექცეს
პასუხისმგებლობას და
იძულებული იქნება, რომ
ყველა ფორმით ზიანი
აანაზღაუროს“, - აცხადებს
გორდულაძე.