არჩილ გორდულაძე: საინტერესოა, ლევან ხაბეიშვილი კორუფციას რომ „ებრძვის“, 200 ათასი საიდან იშოვა, ალბათ ქონებები აქვს მიღებული, როცა კეზერაშვილის ხელდასმით „ნაცმოძრაობის“ ე.წ. თავმჯდომარე იყო

Primetime.ge 19 საათი წინ 1
არჩილ გორდულაძე: საინტერესოა, ლევან ხაბეიშვილი კორუფციას რომ „ებრძვის“, 200 ათასი საიდან იშოვა, ალბათ ქონებები აქვს მიღებული, როცა კეზერაშვილის ხელდასმით „ნაცმოძრაობის“ ე.წ. თავმჯდომარე იყო
საინტერესოა, კორუფციას რომ „ებრძვის“ ლევან ხაბეიშვილი, 200 ათასი საიდან იშოვა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.გორდულაძის შეფასებით, ხაბეიშვილი რაც უფრო მეტ განცხადებას გააკეთებს, კიდე უფრო სასაცილო გამოჩნდება.„საინტერესოა, ლევან ხაბეიშვილი კორუფციას რომ „ებრძვის“, 200 ათასი საიდან იშოვა?! როგორ აპირებს ამ ყველაფრის მოძიებას? ეს ნახევრად ხუმრობით. ალბათ მიღებული აქვს რაიმე ქონებები მაშინ, როდესაც კეზერაშვილის ხელდასმით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ე.წ. თავმჯდომარე იყო. კომიკური ადამიანია. ამ ადამიანზე განცხადების სერიოზულად გაკეთება შეუძლებელია. ბატონმა ანიტამ, უკაცრავად, ბატონმა ლევან ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს. რაც უფრო მეტ განცხადებას გააკეთებს, საზოგადოების თვალში კიდე უფრო მეტად სასაცილო გამოჩნდება“, – განაცხადა გორდულაძემ.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც არ მიიღებთ მონაწილეობას დარბევაში, 200 ათას დოლარს მიიღებთ, სხვა თანამშრომლებსაც, ვინც სისტემას ამხელს, უნდა მივცეთ ეს თანხა“.
სრულად წაიკითხეთ სტატია