არჩილ გორდულაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: სისხლი სწყურიათ და ამ სისხლის წყურვილს უკვე ვეღარც მალავენ

Primetime.ge 1 კვირა წინ 17
არჩილ გორდულაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: სისხლი სწყურიათ და ამ სისხლის წყურვილს უკვე ვეღარც მალავენ
რადიკალური ოპოზიცია ცდილობს როგორმე ჩამოაქციოს ეს ქვეყანა, დაანგრიოს ინსტიტუტები და მსხვერპლის ხარჯზე მაინც მოვიდეს ხელისუფლებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.„რატომ უნდა იყოს მსხვერპლი? თუ აქცია მშვიდობიანია, თუ მანიფესტანტები მშვიდობიანად გამოხატავენ თავიანთ აზრს, თავიანთ კრიტიკულ პოზიციას, მაშინ რატომ ვხედავთ 150-ზე მეტ სამართალდამცავს დასახიჩრებულს, დამწვარს, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებს“, ბურთულებს, შურდულებს, წვეტიან იარაღს, ქვებს ესვრიან პოლიციელებს, ანადგურებენ ყველაფერს გარშემო, კერძო საკუთრებები იქნება თუ საჯარო დაწესებულებები, მათ ფასადებს და ყველანაირ ინვენტარს. აი როგორ შეიძლება, რომ ასეთ ფაქტებს, რომ ვხედავთ, მერე მშვიდობიანობაზე იყოს საუბარი და რატომ უნდა გააკეთოს ადამიანმა განცხადება მსხვერპლთან დაკავშირებით და ჩვენ ჩანაწერები ხომ არ მოგვჩვენებია, ხომ ყველამ ვიხილეთ, როგორ უნდოდათ და როგორ უნდათ ამ ადამიანებს რომ მოხდეს შემზარავი ფაქტი გარდაიცვალოს ვინმე და მერე ადამიანის ტრაგედია და ადამიანის გარდაცვალება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ“, - განაცხადა გორდულაძემ.მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს არ იქნება არც პირველი, არც მეორე და არც მესამე მსგავსი შემთხვევა.„ვერ იკადრებენ თუ ნამუსის ძარღვს ვერ გაიწყვეტენ და მიზნების შესასრულებლად ამ ტრაგედიას არ გამოიყენებენ? არც პირველი შემთხვევა იქნება, სამწუხაროდ, არც მეორე და არც მესამე. ყველაზე სამწუხარო მაგალითი შოვის ტრაგედიაა, როდესაც სტიქიური მოვლენა კონკრეტულმა ძალამ, რომელიც საერთო ჯამში ერთიანდება „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის სახით, გამოიყენეს იმისათვის, რომ ეცადათ ხალხში გაეჩინათ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა. ამაზე წამსვლელები არიან. ამას ცდილობენ, რომ როგორმე ჩამოაქციონ ეს ქვეყანა და დაანგრიონ ინსტიტუტები, მსხვერპლის ხარჯზე მაინც მოვიდნენ ხელისუფლებაში. სისხლი სწყურიათ და ამ სისხლის წყურვილს უკვე ვეღარც მალავენ და პირდაპირ ეთერებშიც კი საუბრობენ. როგორ შეიძლება ქართველმა ადამიანმა თავს ქართველი უწოდოს და ქვეყნის მოყვარული უწოდოს და, ამავდროულად, მსხვერპლზე საუბრობდეს. წარმოუდგენელია უბრალოდ“, - აღნიშნა გორდულაძემ.ცნობისთვის, სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.
სრულად წაიკითხეთ სტატია