პატრიარქის განცხადებაში
იყო მნიშვნელოვანი დეტალი,
რომ საქართველოს გზა არის
დასავლეთისკენ და
ევროპისკენ და
ამავდროულად ეს გზა უნდა
იყოს გავლილი ღირსებით, -
განაცხადა „დღის
ქრონიკაში“ იურიდიულ
საკითხთა საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარემ,
არჩილ გორდულაძემ
პატრიარქის მიმართვის
შეფასებისას.მან აღნიშნა,
რომ კონსტრუქციულობა,
რომლისკენ მოწოდებითაც
გამოდის პატრიარქი,
ადამიანური ბუნებაა და
ადამიანურობა და
დასავლურობა
კონსტრუქციულობაში
გამოიხატება.„მაგრამ
„ნაცკლასტერს“ რომ
არანაირი ადამიანური და
კონსტრუქციული ნიშანწყალი
არ აქვს, ეს ყველასთვის
ცნობილია. ისინი ჯაშუშები
არიან და ჯაშუშური
საქმიანობით არიან
დაკავებულები.პატრიარქის
განცხადებაში იყო
მნიშვნელოვანი დეტალი, რომ
საქართველოს გზა არის
დასავლეთისკენ და
ევროპისკენ და
ამავდროულად ეს გზა უნდა
იყოს გავლილი ღირსებით.
მთავარი პოსტულატი სწორედ
ეს არის, რომ არ შეიძლება,
საუბრობდე ერთი მხრივ
დასავლურობაზე და მეორე
მხრივ სრულად
უგულებელყოფდე ღირსებას,
ქვეყნის სუვერენიტეტს,
ხალხის ინტერესს, ოჯახს და
მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი
მერკანტილური მიზნების
დასაკმაყოფილებლად ისევ
და ისევ როგორმე მოატყუო
ხალხი; ცდილობდე, რომ ამ
ნარატივების გატარებით
საბოლოო ჯამში ძალაუფლება
და ხელისუფლება ხელში
ჩაიგდო და ისევ იქ
დავბრუნდეთ, სადაც 2004-2012
წლებში ვიყავით.არ გვინდა,
დაამთავრა ქართველმა
ხალხმა „ნაცმოძრაობა“ და
„ნაცკლასტერი“, უკვე
ცხრაჯერ უთხრა უარი და
კიდევ ძალიან ბევრჯერ
ეტყვის. შეეგუონ ამ
მოცემულობას. შეეგუონ, რომ
ისინი ყოველთვის
დამარცხებულები იქნებიან
ქართველი ხალხის
წინააღმდეგ ბრძოლაში”, -
განაცხადა არჩილ
გორდულაძემ.მან ეკლესიის
მიმართ შეტევაზეც ისაუბრა
და აღნიშნა, რომ
არასამთავრობო
ორგანიზაციები ამ
საკითხზე ხმას არ
იმაღლებენ.„საინტერესოა,
სად არიან ის
არასამთავრობო
ორგანიზაციები, ის
ადამიანები, რომლებიც
ტოლერანტულობას ღაღადებენ
ხოლმე და რომელთათვის
მნიშვნელოვანია რწმენის
თავისუფლება? რატომ არ
იმაღლებენ ხმას, ერთ
განცხადებას მაინც რატომ
არ აკეთებენ? თუ
მართლმადიდებელ ეკლესიაზე
თავდასხმა მისაღებია? ერთი
გადაკრული სიტყვა მაინც
რომ ვინმეს ვუთხრათ, ხომ ცა
ჩამოიქცევა ხოლმე ჩვენს
ქვეყანაში, მაგრამ
ეკლესიაში მისვლა და
შეურაცხყოფა თითქოს,
მისაღები უნდა იყოს და ამ
ყველაფერს ისე გვასაღებენ,
რომ ჩვეულებრივი მოვლენაა,
რომ ამას უნდა შევეგუოთ და
გაგებით
მოვეკიდოთ.გამორიცხულია
ქართველის კაცისთვის,
ქართველი ქალისთვის
ეკლესიის შეურაცხყოფამ
სამღვდელო პირის
შეურაცხყოფა როდისმე
გაგებული და აღქმული იყოს,
როგორც დადებითი ფაქტი.
ჩვენ ასეთ ქვეყანაში არ
ვცხოვრობთ, ჩვენ
განსხვავებული ხალხი ვართ,
ნამდვილი ქართველები ვართ
და ზუსტად ამ ნამდვილი
ქართველობით, ღირსებითა და
კულტურით გვინდა, რომ
ევროპისკენ ვიაროთ და არა
მათ მსგავსად, რომლებიც
ყველაფერზე ხელის
მომწერები არიან. ისინი
ყველა დავალების
შემსრულებლები არიან და
იქამდეც კი არიან მისული,
ამბობენ, რომ მხოლოდ
პიროტექნიკის გამოყენებით
არ შეიძლება, ადამიანმა
რევოლუცია და
გადატრიალება მოაწყოს და
აუცილებელია მსხვერპლიო.
ამაზე წამსვლელი
ადამიანებიც კი არიან და ეს
მათ უმორალობას უსვამს
ხაზს”, - განაცხადა არჩილ
გორდულაძემ.საქართველოს
კათოლიკოს პატრიარქმა,
ილია მეორემ დღეს
გაავრცელა მიმართვა,
რომელშიც ნათქვამია:
საქართველო ევროპული
ცივილიზაციის ნაწილია და
ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ
ჩვენს მრავალსაუკუნოვან
ქრისტიანულ
მემკვიდრეობასა და
ტრადიციულ ღირებულებებზე
დაფუძნებული ევროპული
ტიპის ეროვნული
სახელმწიფოს
განმტკიცებას.