არჩილ გორდულაძე ნარკოპოლიტიკაზე: უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოება გაიგებს მეტ დეტალს, რა იგულისხმება მკურნალობის ფორმების დახვეწასა და მათ შორის, იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

Primetime.ge 1 თვე წინ 23
არჩილ გორდულაძე ნარკოპოლიტიკაზე: უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოება გაიგებს მეტ დეტალს, რა იგულისხმება მკურნალობის ფორმების დახვეწასა და მათ შორის, იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე
ჩვენთვის ამავდროულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბრძოლა გამსაღებლების მიმართ და რიგი შეზღუდვების შემოტანა ნარკოდამოკიდებულების მქონე ადამიანების მიმართ, ამავდროულად, სახელმწიფომ პოზიტიური ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დაეხმაროს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენისას.არჩილ გორდულაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოება გაიგებს კიდევ უფრო მეტ დეტალს, თუ რა იგულისხმება მკურნალობის ფორმების დახვეწასა და მათ შორის, იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.„ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, აქტიური მსჯელობა და კონსულტაციები, მათ შორის, დარგის ექსპერტების ჩართულობით, რომლის მიზანიც არის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ შევიმუშაოთ მკურნალობის ფორმები, განსხვავებული და კარგი მექანიზმები. მათ შორის, იძულებით მკურნალობის საკითხზეც გვაქვს მსჯელობა, აქტიური კომუნიკაცია, რომელთან დაკავშირებითაც დღეს უმრავლესობის სხდომაზე მოხდება საკითხის განხილვა, საკითხის შეჯერება და საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოება გაიგებს კიდევ უფრო მეტ დეტალს, თუ რა იგულისხმება მკურნალობის ფორმების დახვეწასა და მათ შორის, იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ამ ყველაფერში ვართ და ვიქნებით მომავალშიც ჩართულები“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია