არჩილ გორდულაძე: დონორებს თითქოს უწერიათ, რომ მათი მთავარი დანიშნულებაა, რომ დემოკრატიის განვითარებას შეუწყონ ხელი მთელს მსოფლიოში, რეალურად ლიბერალურ ფაშიზმს ახალისებენ და აფინანსებენ

Primetime.ge 1 დღე წინ 10
არჩილ გორდულაძე: დონორებს თითქოს უწერიათ, რომ მათი მთავარი დანიშნულებაა, რომ დემოკრატიის განვითარებას შეუწყონ ხელი მთელს მსოფლიოში, რეალურად ლიბერალურ ფაშიზმს ახალისებენ და აფინანსებენ
დონორებს თითქოს უწერიათ, რომ მათი მთავარი დანიშნულებაა, რომ დემოკრატიის განვითარებას შეუწყონ ხელი მთელს მსოფლიოში, რეალურად ლიბერალურ ფაშიზმს ახალისებენ და აფინანსებენ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.„ერთ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ გავეცით თანხები და პასუხისმგებლები არ ვართ თუ რას გააკეთებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიო და მეორე შემთხვევაში საერთოდ პასუხის ღირსადაც კი არ თვლიან ქართულ საზოგადოებას. დონორებს თითქოს უწერიათ, რომ მათი მთავარი დანიშნულებაა, რომ დემოკრატიის განვითარებას შეუწყონ ხელი მთელს მსოფლიოში, რეალურად ლიბერალურ ფაშიზმს ახალისებენ და აფინანსებენ. ამაზე პასუხისმგებლობის აღებაც კი არ უნდათ. ამის სამწუხარო მაგალითია ქალბატონი თეა წულუკიანის წინააღმდეგ მიმართული ის ყოვლად სულმდაბალი საქციელი, რაც ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ. ამას ეხმიანებოდა ქალბატონი ბაბუცა პატარაიაც, რომელსაც ერთი შეხედვით უწოდებს მას ქალთა უფლებების დამცველს, მეორეს მხრივ, ქალბატონს სიკვდილს უსურვებს. ეს არის მათი რეალური სახე. ქალბატონ ბაბუცას წამოსცდა, თორემ რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამას აკეთებენ“, - აღნიშნა გორდულაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია