ჩვენ ყველას კარგად
გვახსოვს ბატონი
ხაზარაძის, ბატონი
ჯაფარიძის მოქმედებები,
როდესაც მათ პოლიტიკური
პარტია შექმნეს იმისთვის,
რომ სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან თავი
დაეცვათ. ზუსტად იგივე
ხდება ბაჩიაშვილის
შემთხვევაშიც, - განაცხადა
იურიდიულ საკითხთა
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარემ, არჩილ
გორდულაძემ.მისივე თქმით,
ბაჩიაშვილი ყველაფერს
აკეთებს, რომ
პასუხისმგებლობას თავი
აარიდოს."სამწუხაროდ,
არსებობენ გარკვეული
ადამიანები, რომლებმაც
იფიქრეს, რომ პოლიტიკა
შეიძლება იყოს
ინდულგენცია და,
პოლიტიკაში თავის
შეფარებით, შესაძლებელია,
რომ გადაურჩენ
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას. ეს არ
არის ერთი და ორი
შემთხვევა. მაგალითად, ჩვენ
ყველას კარგად გვახსოვს
ბატონი ხაზარაძის, ბატონი
ჯაფარიძის მოქმედებები,
როდესაც მათ პოლიტიკური
პარტია შექმნეს მხოლოდ და
მხოლოდ იმიტომ, რომ
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან თავი
დაეცვათ და შემდეგ ეთქვათ,
რომ ჩვენს წინააღმდეგ
სისხლისსამართლებრივი
დევნა იმიტომ
მიმდინარეობს, რომ ჩვენ
ვართ პოლიტიკაში. ზუსტად
იგივე შემთხვევა არის
ბაჩიაშვილის
შემთხვევაშიც, რომელიც
ბრალდებული არის მძიმე
დანაშაულებში და ახლა
იმისთვის, რომ გაექცეს
პასუხისმგებლობას,
გაექცეს სამართლიან
სასამართლოს, ყველაფერს
აკეთებს, რომ პოლიტიკაში
იყოს ჩართული მათ შორის,
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია მისი
ადვოკატის განცხადებები.
ეს ის ადვოკატია, ყველას
კარგად ახსოვს, ყოველთვის
ცდილობს, რომ პოლიტიზებული
გახადოს ხოლმე სისხლის
სამართლის საქმეები და
შემდეგ ამით როგორმე
გადაარჩინოს თავისი
დაცვის ქვეშ მყოფი.
ჯერჯერობით არ გამოსვლია
ეს და დარწმუნებული ვართ,
რომ სამართლიანი
სასამართლო გასცემს ყველა
კითხვას პასუხს“, -
განაცხადა გორდულაძემ