არჩილ გორდულაძე: განსაკუთრებით მედიას ეკისრება ვალდებულება, რომ მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს, თან არაერთ წყაროსთან და ეს არის ევროპული სტანდარტი

Primetime.ge 9 საათი წინ 5
არჩილ გორდულაძე: განსაკუთრებით მედიას ეკისრება ვალდებულება, რომ მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს, თან არაერთ წყაროსთან და ეს არის ევროპული სტანდარტი
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, ეხმიანება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.გორდულაძის თქმით, განსაკუთრებით მედიას ეკისრება ვალდებულება, რომ მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს, თან არაერთ წყაროსთან და ეს არის ევროპული სტანდარტი.„ერთი ადამიანი მეორე ადამიანის შესახებ ტყუილ ინფორმაციას ავრცელებს, უთითებს, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდა წყარომ და არის აბსოლუტური სიმართლე. ეს წერია მოქმედ კანონში, რაც არის ლოგიკას მოკლებული. მხოლოდ წყაროზე მითითება კონკრეტულ ინფორმაციას ჭეშმარიტებად ვერ გადააქცევს, ამიტომ კონკრეტულ პირს ექნება ვალდებულება, რომ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოს, დარწმუნდეს მის სიმართლეში და მხოლოდ სიმართლე გაავრცელოს.განსაკუთრებით მედიას ეკისრება ვალდებულება, რომ მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს, თან არაერთ წყაროსთან და ეს არის ევროპული სტანდარტი. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გარკვეულ ქვეყნებში ცილისწამების საქმეებთან დაკავშირებით. ასეთია მაგალითად გერმანული მოდელი“, - აღნიშნა გორდულაძემ.პროექტის მიხედვით, ზუსტდება ცილისწამების განმარტება. კანონპროექტის თანახმად, თუ აქამდე მტკიცების ტვირთი იყო ცილისწამების ობიექტზე, ცვლილების შედეგად, მტკიცების ტვირთი გადადის იმ პირზე, ვინც ინფორმაციას გაავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია