არჩილ გორდულაძე: არ აქვს მნიშვნელობა გიორგი გახარია არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განაყარი არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, უკეთესია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის

Primetime.ge 8 საათი წინ 15
არჩილ გორდულაძე: არ აქვს მნიშვნელობა გიორგი გახარია არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განაყარი არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, უკეთესია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის
არ აქვს მნიშვნელობა არჩევნებში გიორგი გახარია მიიღებს თუ არა მონაწილეობას, პირიქით, თუ არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განაყარი არჩევნებში მონაწილეობას ეს უკეთესია ისევ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რადგან საზოგადოების სხვა წევრებსა და პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.გორდულაძემ საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაბარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნები საგამოძიებო მოქმედებებზე არ იმოქმედებს.​„სავარაუდო დანაშაულის ნიშნების მქონე ქმედება როდესაც გვაქვს სახეზე და ამ ყველაფრის გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები არის, ეს ყველაფერი საგამოძიებო მოქმედებებს არ და ვერ უნდა აჩერებდეს, პირიქით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იხილოს თუ რასთან გვქონდა საქმე და კიდევ ერთი გაცხადებული მესიჯი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გარედან იღებს დავალებას და ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა უბედურებაში გადაჩეხოს, ამ დავალების შესრულების დროს კარგად უნდა დაფიქრდნენ მათ ქმედებებში ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ მკაცრი კანონი აღსრულდება. ეს ასეც უნდა იყოს და ასეც არის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენც გვაქვს მისწრაფება, რომ რაც მისაღებია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის აუცილებლად უნდა აღსრულდეს ჩვენს ქვეყანაშიც და არ უნდა იყოს ნებისმიერი სხვა პირისაგან გარედან მითითება, რომ კონკრეტული დამნაშავე ან გათავისუფლდეს, ან ნებისმიერი სახლის პასუხისმგებლობას გაექცეს. პოლიტიკაში დამნაშავეების დრო დამთავრებულია“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ იბარებენ.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბრის პირველ შაბათს – 4 ოქტომბერს გაიმართება.
სრულად წაიკითხეთ სტატია