არჩილ გორდულაძე NGO-ების გრანტის მიღების წესზე: ამ ყველაფერს დასჭირდება მთავრობის კონტროლის გავლა და მთავრობის მიერ თანხმობის მიცემა. თუ ასეთი თანხმობა არ იქნება, მაშინ გრანტის მიმღები დაჯარიმდება მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით

Primetime.ge 1 კვირა წინ 13
არჩილ გორდულაძე NGO-ების გრანტის მიღების წესზე: ამ ყველაფერს დასჭირდება მთავრობის კონტროლის გავლა და მთავრობის მიერ თანხმობის მიცემა. თუ ასეთი თანხმობა არ იქნება, მაშინ გრანტის მიმღები დაჯარიმდება მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით
როდის აქეთ გახდა ISFED -ი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საერთაშორისო ორგანიზაციები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ „დიქტატორულად“ ხელმძღვანელობს ერთი კონკრეტული ადამიანი. რანაირი დემოკრატიაა საკითხავი ეს არის. შიდა დემოკრატია რანაირად აქვთ, როდესაც ერთი ადამიანი ხელმძღვანელობს ორგანიზაციას წლების განმავლობაში, ეგ მათი საქმეა, შიდა სამზარეულოა, მთავარია რას აკეთებენ ეს ადამიანები და რას ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტის მიღების წესზე საუბრისას.„ISFED -ის მაგალითი ყველასთვის ცნობილია, 2020 წლის არჩევნებში მათი მავნებლობა, როდესაც გააყალბეს პარალელურ ხმის დათვლის შედეგები და რომელსაც მოჰყვა ჩვენს ქვეყანაში დიდი არეულობა, ქუჩებში იქნებოდა თუ პოლიტიკური კრიზისი. ISFED -ი ის ორგანიზაციაა, რომელმაც 2024 წელს საერთოდ პარალელური ხმის დათვლის შედეგები არ გამოაქვეყნა, ვერ გაბედა, რადგან ცნობილი გახდებოდა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა უკკვე მეათედ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში.ჩვენი შემოთავაზებული ცვლილებები მათზე გავრცელდება. ვისზე არ გავრცელდება, აქ მარტივია პასუხის გაცემა, მაგალითად თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ ადენაუერის ფონდს მისცეს გრანტი. საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, ერთმანეთში რა თანხებს ჩარიცხავენ და რა თანხებს გაცვლიან, ეს ქართული სუვერენიტეტის და ქართველი ხალხისთვის არ არის საინტერესო. მაგრამ ის თანხები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მერე უბედურების დაფინანსებას, გადატრიალების მოწყობას შესაძლებელია რომ მოხმარდეს, ეს კი რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია.ამ ყველაფერს დასჭირდება მთავრობის კონტროლის გავლა და მთავრობის მიერ თანხმობის მიცემა. თუ ასეთი თანხმობა არ იქნება, მაშინ თანხის მიმღები, გრანტის მიმღები დაჯარიმდება მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით. თანხმობა იქნება მიცემული ისეთ ღონისძიებებზე, რაც ხელს არ უშლის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, სხვა შემთხვევებში ასეთ თანხმობებთან დაკავშირებით მთავრობა იმსჯელებს და მიღებული იქნება ის გადაწყვეტილებები, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი.შემდეგ უკვე ვეღარ მოხდება აკერმანის მსგავსი ტრენინგების ჩატარება და ვეღარ ასწავლიან ჩვენს ქვეყანაში, ვეღარ დაატრენინგებენ ადამიანებს როგორ უნდა მოაწყონ ძალადობრივი აქციები, როგორ უნდა გამოიყენონ ბულდოზერები და ტრაქტორები აქციის მიმდინარეობის დროს. ეს ყველაფერი უბრალოდ აღარ იქნება შესაძლებელი და გრანტები, რომელიც არის კეთილსინდისიერი, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებისთვის, სხვადასხვა საქმიანობისთვის იქნება გათვალისწინებული, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოიპოვებს თანხმობას და ჩვეულებრივად გაგრძელება საქმიანობა“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია