“არჩევნები, მთავრობის ანტიდემოკრატიული რიტორიკა” – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოზე

News.ge 2 თვის წინ 36
“არჩევნები, მთავრობის ანტიდემოკრატიული რიტორიკა” – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოზე

“დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში” – ამ სახელწოდებით ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მოხსენებით წარსდგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა.
მან ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, მმართველი გუნდის ანტიევროპულ რიტორიკასა და 2024 წლის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და თქვა, რომ 26 ოქტომბრის ძლიერი ტესტია საქართველოს დემოკრატიისთვის.
მისივე თქმით, მთავრობის ცრუ ბრალდებები და დეზინფორმაცია “მეორე ფრონტთან” დაკავშირებით ემსახურება მხოლოდ სა და მისი პროპაგანდის ინტერესებს.
ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა, თუმცა ხელისუფლებამ უნდა გადახედოს ევროკავშირის ნორმებს, ღირებულებებს და “თავიდან აიღოს ვალდებულება, რომ ივლის ევროკავშირის გზით”.
“26 ოქტომბერს 3 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე მისცეს ხმას საპარლამენტო არჩევნებზე, რაც არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის.

სრულად წაიკითხეთ სტატია