არჩევნები არის
დამთავრებული, ცესკო-ს მიერ
შეჯამდება არჩევნების
შედეგები, შედგება
პარლამენტის პირველი
სხდომა, ჩამოყალიბდება
მთავრობის შემადგენლობა, –
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
განუცხადა.როგორც
კობახიძემ აღნიშნა, ეს არის
დღის წესრიგი, რომლითაც
განვითარდება
პროცესები.„არჩევნები
არის დამთავრებული,
უახლოეს მომავალში
შეჯამდება არჩევნების
შედეგები ცესკო-ს მიერ.
ამის შემდეგ ძალიან მალე
შედგება პარლამენტის
პირველი შეკრება, თვის
ბოლოსთვის გაიმართება
პარლამენტის პირველი
სხდომა, რამდენიმე დღეში
ჩამოყალიბდება მთავრობის
შემადგენლობა. ეს არის ის
დღის წესრიგი, რომლითაც
განვითარდება პროცესები“,
– განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.