„ნაციონალური მოძრაობის“
წევრმა ანა წითლიძემ
პარტია „გირჩის“ იუთუბ
არხზე, გადაცემაში
„თავისუფალი ბაზარი“ 2024
წლის საპარლამენტო
არჩევნებთან დაკავშირებით
ისაუბრა და განაცხადა, რომ
ოპოზიციური პარტიების
მხრიდან არ არის ანალიზი
გაკეთებული, თუ რეალურად რა
მოხდა
არჩევნებზე.„არჩევნებზე
რა მოხდა ვინმემ გააკეთა
იმის ანალიზი? დებილურ ორ
საათიან პრეზენტაციებს
რომ გვანახებდნენ ხოლმე და
ცესკოს ოქმები რომ ჰქონდათ
„ახლებს“ მიტანილი,
ნახევარი ჩვენი დაწერილი
ოქმები რომ იყო და რომ
ეგონათ, ეგ იყო გაყალბების
მასალები. ამ ქვეყანაში
ოპოზიციური პარტიების
მხრიდან ანალიზი არ არის
გაკეთებული, რა უქნა
ბიძინამ მათ არჩევნებზე. არ
იციან. აზრზე არ არიან.
ამიტომ ყველა არჩევნებზე,
სადაც გავლენ, ბიძინა ისევ
მაგას გაუკეთებს“, -
განაცხადა ანა წითლიძემ.