არჩევნებზე ვინ მივიწვიოთ, არცერთი საელჩოს გადასაწყვეტი არ არის, ამ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ხელისუფლება იღებს - რატი იონათამიშვილი

Primetime.ge 5 საათი წინ 9
არჩევნებზე ვინ მივიწვიოთ, არცერთი საელჩოს გადასაწყვეტი არ არის, ამ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ხელისუფლება იღებს - რატი იონათამიშვილი
არჩევნებზე ვინ მივიწვიოთ, არცერთი საელჩოს გადასაწყვეტი არ არის. ამ გადაწყვეტილებას, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება იღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, არჩევნებს ობიექტურად ვინც აფასებს, ძალიან კარგად იცის, რომ 2024 წლის არჩევნები, მანამდე გამართული არჩევნებიც, ძალიან მაღალი სტანდარტით, პროფესიულ დონეზე ჩატარდა.„თვითმმართველობის არჩევნებსა და საქართველოს პარლამენტის არჩევნებს შორის განსხვავებული მიდგომებია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერი ქვეყნის გამოცდილებიდან. აქ უცნაურია ის, რომ ამას ითხოვენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირ-ის დასკვნა მათთვის იქნებოდა ფარატინა ფურცელი და საერთოდ არ ანიჭებდნენ არანაირ მნიშვნელობას ეუთო/ოდირ-ის დასკვნას. ჩამოყალიბდნენ, საითკენ არიან. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის შემთხვევას და გადაწყვეტილებას, ეს არცერთი საელჩოს გადასაწყვეტი არ არის. ამ გადაწყვეტილებას, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება იღებს. ამ მხრივ ერთი და იგივე სტანდარტი არ იქნება თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთნაირი სტანდარტი იქნება არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს ვინც ობიექტურად აფასებს, ძალიან კარგად იცის, რომ 2024 წლის არჩევნები, მანამდე გამართული არჩევნებიც ძალიან მაღალი სტანდარტით, პროფესიულ დონეზე ჩატარდა, ამ მხრივ კითხვის ნიშნები არაა. ამის აღიარება არ უნდათ მათ, ვინც მწარედ მარცხდებიან ქართველი ხალხის მხრიდან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირ-ის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირ-ის ყველა რეკომენდაცია“.
სრულად წაიკითხეთ სტატია