არსებული არასტაბილურობის ფონზე, მნიშვნელოვანია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა, მოხარულები ვართ, რომ საქართველო უზბეკეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე სურვილს გამოხატავს - ჯამშიდ ხოჯაევი

Primetime.ge 1 თვე წინ 16
არსებული არასტაბილურობის ფონზე, მნიშვნელოვანია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა, მოხარულები ვართ, რომ საქართველო უზბეკეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე სურვილს გამოხატავს - ჯამშიდ ხოჯაევი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში წარმოადგენს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან მომენტს ორმხრივი თანამშრომლობის ისტორიაში და არის განსაკუთრებული ახალი ეტაპი ქართულ-უზბეკურ მრავალგანზომილებიან პარტნიორობაში, – ამის შესახებ უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ჯამშიდ ხოჯაევმა განაცხადა.ხოჯაევის თქმით, საქართველომ და უზბეკეთმა უკვე მიაღწიეს კარგ შედეგებს მრავალი მიმართულებით, თუმცა კიდევ რჩება გამოუყენებელი პოტენციალი.უზბეკეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ საქართველო უზბეკეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე სურვილს გამოხატავს, რაც მისასალმებელია.„ჩვენ კიდევ ერთხელ სიხარულით ვაცხადებთ, რომ დღეს გავმართავთ საიუბილეო, უკვე მეათე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას, რომელიც გახდა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვის ეფექტური მოედანი. განსაკუთრებულ სიამოვნებას იწვევს ამ დარბაზში მაგიდასთან ქართული დელეგაციის პატივსაცემი წარმომადგენლების ნახვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მისი აღმატებულება ბატონი კობახიძის ვიზიტი უზბეკეთში წარმოადგენს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან მომენტს ორმხრივი თანამშრომლობის ისტორიაში და არის განსაკუთრებული ახალი ეტაპი ქართულ-უზბეკურ მრავალგანზომილებიან პარტნიორობაში. ჩვენ უკვე მივაღწიეთ კარგ შედეგებს მრავალი მიმართულებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ გვრჩება კიდევ უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი. დეტალურად განვიხილეთ ყველა ჩვენი მიმართულება, მოვუსმინეთ სამინისტროების ხელმძღვანელებს. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არსებული რეალობის და არასტაბილურობის, მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი მდგომარეობის ფონზე, დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა. მოხარულები ვართ, რომ საქართველო, რომელსაც ჩვენ გულწრფელად მივიჩნევთ ჩვენს მეგობრად, აქტიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და უზბეკეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე სურვილს გამოხატავს. ჩვენი ქვეყნების წინაშე არის გახსნილი დიდი შესაძლებლობა და პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკური, სამრეწველო, სატრანსპორტო-ლოგისტიკური, კულტურულ ჰუმანიტარული თანამშრომლობისთვის. ბოლო ხუთ წელიწადში ჩვენ ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა სამნახევარჯერ გაიზარდა“, – განაცხადა ხოჯაევმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია