საპენსიო ფონდიდან
დაგროვებითი პენსიის
საერთო აქტივების გატანის 3
ხერხი არსებობს - ამის
შესახებ ფონდის ოფიციალურ
საიტზეა
განმარტებული.საპენსიო
ასაკში პენსია
შესაძლებელია
გაიცეს:პროგრამული
გატანის გზით - მონაწილის
პენსიაზე გასვლის
თარიღისთვის მის
ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე აღრიცხული
მთლიანი საპენსიო
აქტივების ღირებულების
სიცოცხლის მოსალოდნელ
დარჩენილ ხანგრძლივობაზე
გაყოფა და ყოველთვიური
პენსიის სახით
მიღება;ინდივიდუალურ
საპენსიო ანგარიშზე
აღრიცხული საპენსიო
აქტივებით სადაზღვევო
ანტუიტეტური პროდუქტის
შეძენის გზით - მონაწილის
მიერ კერძო საპენსიო
სადაზღვევო პროდუქტის
შეძენა და სიცოცხლის
ბოლომდე პენსიის
მიღება;მონაწილის
პენსიაზე გასვლის
თარიღისთვის მის
ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე აღრიცხული
მთლიანი საპენსიო
აქტივების ღირებულების
გზით - ასეთი მეთოდით
პენსიის გატანა
შესაძლებელია, იმ
შემთხვევაში, თუ პირი
საპენსიო სქემაში
საპენსიო ასაკამდე
არაუმეტეს 5 წლით ადრე
გაწევრიანდა.