“არინას ნაცნობები შოკში ჩავარდნენ, როცა თბილისში იმოგზაურეს და ის გადასასვლელი ნახეს” – რას წერს რუსული მედია საქართველოში ტრაგიკულად დაღუპულ რუს ტურისტზე?

Dailyinfo.cc 2 კვირის წინ 14
“არინას ნაცნობები შოკში ჩავარდნენ, როცა თბილისში იმოგზაურეს და ის გადასასვლელი ნახეს” – რას წერს რუსული მედია საქართველოში ტრაგიკულად დაღუპულ რუს ტურისტზე?

სამი დღეა, რაც რუ­სუ­ლი მე­დია, თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ წერს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 27 სექ­ტემ­ბერს, 24 წლის მოს­კო­ვე­ლი არი­ნა გლა­ზუ­ნო­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა თბი­ლის­ში. ქალი მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში ჩა­ვარ­და. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მოხ­და, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტე­ბით არის სავ­სე.

არი­ნამ მხო­ლოდ მე­ო­რე ცდა­ზე შეძ­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა. პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი არ შედ­გა, რად­გან სახ­ლში დარ­ჩა პას­პორ­ტი, რის გა­მოც ვერ შეძ­ლო იმ რე­ი­სით გაფ­რე­ნა. სა­ბო­ლო­ოდ, მისი ნა­ნატ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა მა­ინც შედ­გა, თუმ­ცა ტრა­გი­კუ­ლი და­სას­რუ­ლით.

იმ ღა­მე­საც არი­ნა, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნობ­და. გო­გო­ნას მე­გო­ბა­რი ვი­დე­ოს უღებ­და, ამ დროს კი არი­ნა ალა პუ­გა­ჩო­ვას ცნო­ბილ ჰიტს მღე­რო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში ჩა­ვარ­და.

რო­გორც გა­ირ­კვა, მო­ა­ჯი­რის სი­მაღ­ლე გა­და­სას­ვლელ­ში მხო­ლოდ 35 სან­ტი­მეტ­რია, მა­შინ როცა სტან­დარ­ტუ­ლი სი­მაღ­ლე 110 სან­ტი­მეტრს შე­ად­გენს” – წერს რუ­სუ­ლი მე­დია. ხუთი მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნა არი­ნას­თვის ფა­ტა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა.

24 წლის გო­გო­ნამ მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა მი­ი­ღო, მათ შო­რის თა­ვის ქა­ლის ფუ­ძის. ექი­მე­ბის ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ის 27 სექ­ტემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა, ისე რომ გონ­ზე არ მო­სუ­ლა.

“არი­ნას სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც ცოტა ხნის წინ იმოგ­ზა­უ­რეს თბი­ლის­ში და გა­და­სას­ვლე­ლი ნა­ხეს, შოკ­ში ჩა­ვარ­დნენ” – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი ოლგა. “ჩვე­უ­ლებ­რივ გა­და­სას­ვლე­ლებ­ში მო­ა­ჯი­რის სი­მაღ­ლე 110 სან­ტი­მეტ­რია, იქ კი მხო­ლოდ 35. ვარ­დნის სი­მაღ­ლე ხუთი მეტ­რია. ეს ქა­ლა­ქის ცენ­ტრია, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბი მუდ­მი­ვად მოძ­რა­ო­ბენ”.

ოც­ნე­ბე­ბი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლი

არი­ნა ნა­თე­ლი და მხი­ა­რუ­ლი გო­გო­ნა იყო, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო თა­ვი­სი მიზ­ნის მიღ­წე­ვა. მისი მე­გობ­რის, ოლ­გას თქმით, არი­ნა ყო­ველ­თვის მზად იყო თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­თვის. ის ცოტა ინ­ფან­ტი­ლუ­რი იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან თბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო.

თით­ქოს ბედი აფრ­თხი­ლებ­და არი­ნას, რო­დე­საც პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის მცდე­ლო­ბი­სას მას პას­პორ­ტი სახ­ლში დარ­ჩა და თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლის­ში მის გა­რე­შე გაფ­რინ­და. თუმ­ცა, მან ეს ნი­შა­ნი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ექ­ვსი თვის შემ­დეგ მა­ინც გაფ­რინ­და. ამ დიდი ხნის ნა­ნატ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდა რუსი გოგო სახ­ლში აღარ დაბ­რუნ­დე­ბა…

მარ­თლა არ მეს­მის, რო­გორ მოხ­და ასე­თი რამ. მშობ­ლებ­თან ჯერ არ მივ­სულ­ვარ, მაგ­რამ მე­ში­ნია იმის წარ­მოდ­გე­ნაც კი, რო­გორ უძ­ლე­ბენ ამას… სა­ში­ნე­ლე­ბაა იმის გა­ფიქ­რე­ბაც, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ახლა მშობ­ლე­ბი” – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი.

“ოჯა­ხის მე­გობ­რე­ბი ახლა ცდი­ლო­ბენ მო­ი­თხო­ვონ სა­ხი­ფა­თო გა­და­სას­ვლე­ლის რე­კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი გახ­და. მათი მი­ზა­ნია მისი უსაფრ­თხო­ე­ბა და მსგავ­სი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში” – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

წყარო: Ambebi.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია