ის ბულინგი და ძალადობა,
რომელიც არის ტელევიზიის
მიმართ, იწარმოებოდა 2012
წლამდე იარაღით ხელში. დღეს
ცდილობენ, რომ ამ ყველაფერს
იარაღის გარეშე მოუარონ, -
განაცხადა საპროცედურო
საკითხთა და წესების
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარე,
უმრავლესობის წევრმა
დავით მათიკაშვილმა
„ნაციონალური მოძრაობის“
რევანშისტული გეგმების
საკითხის
კომენტირებისას.„უნდა
გავაწბილო ეს ადამიანები,
არასოდეს არ დადგება ის
მომენტი, რომ ვინმე ჰქონდეს
საშუალება „იმედზე“
ანგარიშსწორების. რომ
ვინმე მიადგეს „იმედს“ და
მოახდინოს იმ კრიმინალური
და ამორალური სურვილების
რეალიზება, რაზეც პაიჭაძე
სამწუხაროდ მთელს
საზოგადოებას
ესაუბრებოდა“, - აღნიშნა
დავით
მათიკაშვილმა.შეტევა
„იმედზე“, „ნაციონალური
მოძრაობის“ ხელწერით -
მეთოდი, რომელსაც
ნაცმოძრაობის რეჟიმი
ტელეკომპანია „იმედის“
წინააღმდეგ იყენებდა, მის
მიმდევრებში აქტუალობას
არ კარგავს. „იმედი უნდა
გაითიშოს“ - წერენ სოციალურ
ქსელებში ნაცმოძრაობის
წევრები და მათი
მხარდამჭერები.