ევროკავშირის
წარმომადგენლობის ვიდეო
რგოლი, სადაც მთავარი
სპიკერი ისტორიკოსი ბექა
კობახიძეა, ისევ
პოლიტიკური შეფასებების
თემაა. ოპოზიციაში
ეხმაურებიან მმართველ
გუნდის განცხადებას, რომ
ბექა კობახიძე, რომელიც
საპროტესტო აქციების
ორგანიზატორია,
რადიკალური მოწოდებებით
გამოდის და პოლიტიკურ
პროცესებში აქტიურად არის
ჩართული, ევროკავშირის
მიერ დაფინანსებული
კამპანიის სახე არ უნდა
იყოს და ეს ევროკავშირის
წარმომადგენლობის მხრიდან
მისი ქმედებების
წახალისებაა.პარტიის
"გახარია საქართველოსთვის"
პოლიტიკური საბჭოს წევრის,
ტატა ხვედელიანის თქმით, ამ
თემაზე საუბარი
არასერიოზულია."არასერიოზულია
ვისაუბროთ კონკრეტული
მოქალაქეების, თუნდაც
ისტორიკოსების
ჩართულობაზე რაღაც
შეთქმულების თეორიებში და
რაღაც აბსურდულ თეორიებში
შევდიოდეთ. აბსურდულია ამ
თემაზე საუბარი, მაშინ,
როდესაც ჩვენს
მოსახლეობას დღეს აწუხებს
უამრავი ისეთი პრობლემა,
რომელზეც ჩვენი ე.წ.
ხელისუფლება უნდა
საუბრობდეს," - აცხადებს
ტატა
ხვედელიანი.ცნობისთვის,
"უწყვეტი ტრადიციით
ევროპისკენ" ვიდეოების
სერიაში, ბექა კობახიძე,
როგორც ისტორიკოსი,
საქართველოსა და ევროპის
ისტორიიდან ეპიზოდებს
იხსენებს.