არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ეშინიათ, მათი პატრონები არეულობებს აფინანსებდნენ და ამის გასაჯაროება არ უნდათ - ირაკლი ქადაგიშვილი

Primetime.ge 4 კვირის წინ 34
არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ეშინიათ, მათი პატრონები არეულობებს აფინანსებდნენ და ამის გასაჯაროება არ უნდათ - ირაკლი ქადაგიშვილი
არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ეშინიათ, რადგან მათი პატრონები არეულობებს აფინანსებდნენ და ამის გასაჯაროება არ უნდათ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, გამჭვირვალობა გავლენის იარაღი არ არის, გამჭვირვალობა ინფორმირებულობის იარაღია.„ისინი რომ დახურული კასტა არიან, იმის შედეგია, რომ სხვისი გავლენის ობიექტები არიან. გამჭვირვალეები თუ გახდებიან, მაშინ მათი გავლენა უკვე საზოგადოებისთვის ღია და ნათელი იქნება. მათ სწორედ ეს არ უნდათ. მათ გამჭვირვალობის ეშინიათ. მათი პატრონები საქართველოში ფერად რევოლუციებს, არეულობებს აფინანსებდნენ. მათ სწორედ ამის გასაჯაროება არ უნდათ, რადგან მომავალში იგივე ზნე და საქმიანობა გააგრძელონ. აქედან გამომდინარეა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ნებისმიერი გამჭვირვალობა მიუღებელია. ვინ არის ყველაზე გაუმჭვირვალე ქვეყანა, ალბათ, ის, ვის სიტყვასაც ყველაზე ხშირად იყენებენ – რუსეთი. სწორედ ეს გაუმჭვირვალობა უნდათ მათ და მათ პატრონებსაც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია