არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქციაზე დაკავებულების საქმეებზე მუშაობენ, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

Primetime.ge 4 დღის წინ 12
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქციაზე დაკავებულების საქმეებზე მუშაობენ, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქციაზე დაკავებულების საქმეებზე მუშაობენ, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობის", "საქართველოს ევროპული ორბიტის" და "კანონს უზენაესობის ცენტრის" განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწყებულ აქციებზე დაფიქსირდა ძალის გადამეტებისა და გადაცდომების არაერთი ფაქტი.მათივე თქმით, დაკავებულებს პროცესებზე მოსამართლე არ აძლევდა სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინებები ადმინისტრაციული წესით 450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე."ჩვენს მიერ გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც ეყრდნობა მსხვერპლთა მიერ ადვოკატებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 28 ნოემბერს დაწყებული მშვიდობიანი მანიფესტაციების ჩასახშობად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტაციების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა. დემონსტრანტების წინააღმდეგ რიგ შემთხვევაში გაფრთხილების შემდგომ, ხოლო რიგ შემთხვევაში სრულიად გაუფრთხილებლად იწყებოდა რამდენიმე საშუალების გამოყენება. ეს იქნებოდა წყლის ჭავლში გარეული გარკვეული ნივთიერება, წიწაკის სპრეი, მხუთავი გაზი და ა.შ. - აცხადებს საზოგადოებრივი პლატფორმის "საქართველოს ევროპული ორბიტა" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია.
სრულად წაიკითხეთ სტატია