არასამთავრობო ორგანიზაციები დემონსტრაციებზე დაკავებულებთან მიმართებით დარღვევებზე საუბრობენ

Primetime.ge 4 საათი წინ 6
არასამთავრობო ორგანიზაციები დემონსტრაციებზე დაკავებულებთან მიმართებით დარღვევებზე საუბრობენ
არასამთავრობო ორგანიზაციები დემონსტრაციებზე დაკავებულებთან მიმართებით დარღვევებზე საუბრობენ. ერთობლივი განცხადება ბრიფინგზე გაკეთდა. საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, 28 ნოემბრიდან დღემდე გამოიკვეთა დაკავებულებისთვის მათ საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევისა და მისაკუთრების პრაქტიკა.ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ დაკავებების შემდეგ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლისა და მანქანის გასაღებები."ეს არის ნივთების ჩამორთმევის, წართმევის თუ გადაყრის ისეთი შემთხვევები, რომელიც ფურცელზე არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად, ადამიანები ამ დრომდე ვერ იბრუნებენ საკუთარ ნივთებს. არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაუბრუნდებათ ჩამორთმეული ნივთები, ასევე, უცნობია, გარკვეული ნივთების ადგილსამყოფელი. მნიშვნელოვანია, რომ ცალკეული საქმეების შესაბამისი კვალიფიკაციით, ობიექტური გამოძიება ჩატარდეს", - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია