არაინდუსტრიული საღებავი, რომელიც კიბოს იწვევს - რომელ პროდუქტებში დაფიქსირდა "სუდანი 1"

Primetime.ge 2 საათი წინ 2
არაინდუსტრიული საღებავი, რომელიც კიბოს იწვევს - რომელ პროდუქტებში დაფიქსირდა "სუდანი 1"
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ‍ირაკლი არაბული „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში დაფიქსირდა თითქმის ყველა ქვეყანაში აკრძალული საღებავი, რომელიც კიბოს იწვევს.„ბოლო პერიოდში, რამდენიმე აკრძალული წითელი ფერის საღებავი დაფიქსირდა. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბაზრიდან აიღეს წიწაკისა და აჯიკის ნიმუშები, სადაც აღმოჩნდა აკრძალული საღებავი – სუდანი 1. ეს არაინდუსტრიული საღებავი კატეგორიულად აკრძალულია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მას უმეტესად პაპრიკისთვის უფრო მკვეთრი ფერის მისაცემად იყენებენ. აღნიშნული საღებავი კანცეროგენულია და კიბოს გამომწვევია. როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, წლის განმავლობაში 100-ზე მეტი ნიმუში აიღეს და მათგან მხოლოდ 4-ში დაფიქსირდა "სუდანი 1“, - გვითხრა ირაკლი არაბულმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია