პირადობის მოწმობების
ჩამორთმევის შესახებ
მომზადებული რეპორტაჟების
გამო რუსთავის მერი
უწყებათაშორის კომისიას
და სადამკვირვებლო
ორგანიზაციებს
მიმართავს.ნინო ლაცაბიძის
განმარტებით, "მთავარზე"
გავრცელდა ცრუ ინფორმაცია
თითქოს ქალაქის
დასუფთავების სამსახურის
თანამშრომლებს
სახელისუფლებო პარტია
პირადობის მოწმობებს
ართმევს და შტაბში
ინახავს.მერის
განცხადებით,
ინტერვიუებიდან ამოჭრილი
ფრაზებით რესპონდენტების
ნათქვამი
დაამახინჯეს."არავის
მივცემთ უფლებას, რომ
შეურაცხყოფა მიაყენონ
ჩვენს თანამშრომლებს.
ტელეკომპანია "მთავარში"
გასული სიუჟეტი არაფერია
თუ არა კონტექსტიდან
ამოჭრილი ფრაზებით
რეალობის სრული
დამახინჯება."აიპი რუსთავ
სერვის ცენტრში"
ხელშეკრულების განახლება
ხდება ეტაპობრივად,
კონკრეტული ხელშეკრულების
ვადის ამოწურვისას,
რისთვისაც დასაქმებულებს
უწევთ გარკვეული
დოკუმენტების წარმოდგენა,
მათ შორის, ვალიდური
პირადობის მოწმობების და
ასევე უწევთ ხელმოწერის
გაკეთებაც, ამ რუტინულ
პროცესებს არავითარი
კავშირი არ აქვს
არჩევნებთან.ტელეკომპანია
"მთავარის" სიუჟეტში
"რუსთავ სერვის ცენტრის"
თანამშრომლის მიერ
ჩამოთვლილი ადამიანებიდან
არცერთი არ არის ცენტრის
თანამშრომელი და არც
ყოფილა. მივმართავ
უწყებათაშორის კომისიას
"მთავარი არხისგან"
გამოითხოვონ უწყვეტი
კადრი, რაც მისცემთ მათ
შესაძლებლობას უფრო
დეტალურად შეისწავლონ ის
ფალსიფიკაცია, რასაც გუშინ
ჰქონდა ადგილი", - აცხადებს
ლაცაბიძე.