არ შეიძლება ევროსაბჭოს
საპარლამენტო ასამბლეამ
სტრასბურგის, ევროპული
სასამართლოსა და
ეუთო/ოდირის დასკვნის
საწინააღმდეგო
გადაწყვეტილება მიიღოს, -
განაცხადა პარლამენტის
ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ რატი
იონათამიშვილმა.„დღეს
რასაც ჩვენ ვხედავთ, ის
დისკუსია, რაც არის
გაჩაღებული, პირდაპირ
უპირისპირდება
სტრასბურგის სასამართლოს
კონკრეტულ ვერდიქტებს და
ეუთო/ოდირის ანგარიშებს. მე
ვფიქრობ, რომ ამ მხრივ თუ
საბოლოოდ იქნება ასეთი
გადაწყვეტილება მიღებული,
თვითონ პასეს დააზიანებს
ეს გადაწყვეტილება
მნიშვნელოვნად, ვინაიდან
სწორედ იმ პრინციპებს
გადაუხვევს, რა
პრინციპებსაც ყველაზე
მეტად უნდა
უფრთხილდებოდეს თვითონ
პასე“, - აღნიშნა რატი
იონათამიშვილმა.