არ შეიძლება, გამჭვირვალე
იყოს მთავრობა, საბანკო
სექტორი, კერძო სექტორი და
ერთადერთი კუნძული,
გაუმჭვირვალობის და
ბუნდოვანების იყოს NGO-ების
სფერო, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
განუცხადა.მთავრობის
მეთაურის თქმით, NGO-ები
ცდილობენ ყველანაირად, რომ
ხალხის ნების წინააღმდეგ
შეიცვალოს
ხელისუფლება.„თქვენ იცით
კონტექსტი როგორი იყო
გამჭვირვალობის შესახებ
კანონის. NGO-ებს ჰქონდა
რევოლუციის მოწყობის 2
მცდელობა ჩვენს ქვეყანაში.
ჯერ იყო 2020-2021 წლები, როცა მათ
გააყალბეს პარალელური
დათვლის შედეგები, სხვა
მონაცემები და ამით
საფუძველი დაუდეს პირველ
რევოლუციურ ქმედებას
ჩვენს ქვეყანაში. 2022 წელს
მათ ჰქონდათ რევოლუციის
მოწყობის მე-2 მცდელობა. აქ
უკვე უშუალოდ ავიდნენ
ისინი პოლიტიკურ სცენაზე,
ითხოვდნენ მთავრობის
გადადგომას, წარმოიდგინეთ
NGO-ები ითხოვდნენ საკუთარი
მონაწილეობით ახალი
მთავრობის ფორმირებას, ეს
იყო რევოლუციის მე-2
მცდელობა. ეს მცდელობა
წარმოებდა უცხოური ფულით,
ეს არის ყველაზე
საინტერესო ამ ყველაფერში.
დღესაც ისინი ცდილობენ
ყველანაირად, რომ ხალხის
ნების წინააღმდეგ
შეიცვალოს ხელისუფლება. ეს
არის, მართალია სუსტი,
მაგრამ უკვე მე-3 მცდელობა.
ასეთ ფონზე, ძალიან
მნიშვნელოვანია, ამ NGO-ების
საქმიანობა იყოს
გამჭვირვალე
საზოგადოებისთვის. არ
შეიძლება, გამჭვირვალე
იყოს მთავრობა, საბანკო
სექტორი, კერძო სექტორი და
ერთადერთი კუნძული,
გაუმჭვირვალობის და
ბუნდოვანების იყოს NGO-ების
სფერო. ეს არის უბრალოდ
გაუგებარი. თუ ვინმე
დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ები
უნდა დარჩნენ ერთადერთ
ბუნდოვან სუბიექტებად
ჩვენს ქვეყანაში, კი
ბატონო, ვიმსჯელოთ ამ
თემასთან დაკავშირებით“, -
აღნიშნა ირაკლი
კობახიძემ.