არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას - პაველ ჰერჩინსკი

Primetime.ge 2 თვის წინ 67
არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას - პაველ ჰერჩინსკი
არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა გასულ წელს ან ამ წელს ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.ამასთან, როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ევროკავშირში სჯერათ დემოკრატიის.„საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ე.წ. კოჰაბიტაცია აქვს – ვითარება, როდესაც მთავრობასა და პრეზიდენტს აქვთ განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები. მე ვარ ქვეყნიდან, სადაც ჩვენ ზუსტად ასეთი ვითარება გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა გასულ წელს ან ამ წელს ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას, თუმცა ამ დროისთვის, ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ“.
სრულად წაიკითხეთ სტატია