ორგანიზაცია „საზოგადოება
და ბანკები“ მოსახლეობას
კიბერ თაღლითური სქემის
შესახებ
აფრთხილებს.კერძოდ, მათი
ცნობით, ბოლო პერიოდში
მომატებული ფიშინგის
შემთხვევების, ძირითადად
გავრცელებული
სქემებია:მომხმარებელმა
facebook-ზე მიიღო შეთავაზება
დასაქმების შესახებ, რის
სანაცვლოდაც უნდა
ჩაერიცხა თანხა.ასევე
facebook-ზე მომხმარებელმა ნახა
რეკლამა, სადაც
გათამაშებაში
მონაწილეობას
სთავაზობდნენ და მოგებული
თანხის მიღების სანაცვლოდ,
სთხოვდნენ გარკვეული
თანხის ჩარიცხვას.Instagram-ზე
მოწონებების დაგროვებით
გამომუშავებული თანხების
ჩარიცხვა.Whatsapp-ზე
უკავშირდებიან,
სთავაზობენ გარკვეული
ვიდეოების მოწონების
სანაცვლოდ თანხის
ჩარიცხვას, თანხმობის
შემთხვევაში აწვდიან
telegram-ის ბმულს, სადაც
მომხმარებლები იღებენ
დავალებებს, რის შემდეგაც
შედიან ნდობაში. პირველ
ეტაპზე ,,თაღლითები“
რიცხავენ მცირე თანხას,
ნდობის მოპოვების შემდეგ,
უკვე მომხმარებელს
არიცხვინებენ ფულს.რა უნდა
გავითვალისწინოთ, რომ არ
გავხდეთ თაღლითობის
მსხვერპლი - "საზოგადოება
და ბანკები განმარტავს":"არ
ენდოთ სოციალურ ქსელში
დაუჯერებლად მიმზიდველ
შეთავაზებას, დიდი
ალბათობით ეს თაღლითური
მახეა;კომპანიებში
დასაქმების დაპირების
შემთხვევაში, აუცილებლად
გადაამოწმეთ, რამდენად
რეალურია შეთავაზება -
სანდო კომპანია
დასაქმების სანაცვლოდ
თანხის ჩარიცხვას ან
ბარათის მონაცემების
გაზიარებას არასდროს
მოგთხოვთ;არავის
გაუზიაროთ თქვენი "მობაილ
ბანკის" მომხმარებლის
სახელი და პაროლი;თუ უცხო
პირი ან რომელიმე კომპანია
ბარათის მონაცემების
გაზიარებას მოგთხოვთ, ეს
უკვე ინდიკატორია იმის, რომ
თაღლითების სამიზნე ხართ,
რადგან თანხის ჩასარიცხად
ანგარიშის ნომრის
გაზიარებაც სრულიად
საკმარისია“, - ნათქვამია
"საზოგადოება და ბანკების"
მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.