საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლების მიერ
ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სასამართლოს
განჩინების საფუძველზე,
დაკავებულია პოლიტიკური
პარტია "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის"
პოლიტიკური საბჭოს წევრი
ლაშა ცანავა.სუს-ის
ინფორმაციით, საქმე ეხება
თაღლითობას, კერძოდ,
საქართველოში ბინადრობის
ნებართვის მოპოვების
უზრუნველყოფის სანაცვლოდ
უცხო ქვეყნის მოქალაქის
ფულადი თანხის მოტყუებით
დაუფლების
ფაქტს."ჩატარებული
გამოძიებით ამ ეტაპზე
გამოვლენილია, რომ ლ. ც. უცხო
ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს
თავისი კავშირების
მეშვეობით საქართველოში
1-წლიანი ბინადრობის
ნებართვის მოპოვების
უზრუნველყოფას შეჰპირდა,
რის სანაცვლოდაც მას 5600
ამერიკული დოლარი
მოსთხოვა.2025 წლის 21 მაისს
უცხო ქვეყნის აღნიშნულმა
მოქალაქემ ლ. ც-ს მოთხოვნით
მის ანგარიშზე
ზემოხსენებული თანხის
ნაწილი ჩარიცხა.ამის
შემდგომ ლ. ც. მას
სისტემატურად
უკავშირდებოდა და
დარჩენილი თანხის
გადახდას დაჟინებით
სთხოვდა. შედეგად,
აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30
მაისს და 12 ივნისს ქალაქ
თბილისში ლ. ც-სთან
შეხვედრებისას მას
დამატებით 2500 ამერიკული
დოლარი გადასცა.ამრიგად, ლ.
ც. მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, მის
მიერ მოთხოვნილი 5 600 აშშ
დოლარიდან მოტყუებით
დაეუფლა უცხო ქვეყნის
მოქალაქის 2 650 ამერიკულ
დოლარს.მნიშვნელოვანია
ისიც, რომ გამოძიების
ფარგლებში, სასამართლოს
განჩინების საფუძველზე,
განხორციელდა ფარული
საგამოძიებო მოქმედებები,
რის შედეგადაც
მოპოვებულია აღნიშნული
დანაშაულებრივი ქმედების
ჩადენის ამსახველი
აუდიო/ვიდეო
მტკიცებულებები", -
აცხადებენ სუს-ში.აღნიშნულ
დანაშაულებრივ
ქმედებასთან
(თაღლითობასთან)
დაკავშირებით გამოძიება
მიმდინარეობს საქართველოს
სისხლის სამართლის
კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2
ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც
სასჯელის სახით 4-დან 7
წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.