ანტალიის დიპლომატიის
ფორუმის ფარგლებში,
აქცენტი გაკეთდება
სამხრეთ კავკასიის
რეგიონზე. ჩვენ გვექნება
შესაძლებლობა -
აზერბაიჯანის, სომხეთისა
და საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრებს,
ერთობლივად ვისაუბროთ
ჩვენს ხედვებზე, -
განუცხადა ჟურნალისტებს
ანტალიაში საგარეო
საქმეთა მინისტრმა, მაკა
ბოჭორიშვილმა.მინისტრმა
აღნიშნა, რომ ანტალიის
დიპლომატიის ფორუმის
ფარგლებში, ლიდერების
პანელზე შედგა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
გამოსვლა და პრემიერს
შესაძლებლობა მიეცა,
ესაუბრა საქართველოსთვის
აქტუალურ
საკითხებზე.„შედგა
შეხვედრა აზერბაიჯანის
პრეზიდენტთან.
მნიშვნელოვანი იყო იმ
თვალსაზრისით, რომ ჩვენ
კიდევ ერთხელ განვიხილეთ
ორ ქვეყანას შორის
ურთიერთობებისთვის
მნიშვნელოვანი
საკითხები.ანტალიის
დიპლომატიის ფორუმის
ფარგლებში, აქცენტი
გაკეთდება სამხრეთ
კავკასიის რეგიონზე. ჩვენ
გვექნება შესაძლებლობა -
აზერბაიჯანის, სომხეთისა
და საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრებს,
ერთობლივად ვისაუბროთ
ჩვენს ხედვებზე სამხრეთ
კავკასიის ქვეყნებს შორის
თანამშრომლობის
განვითარების კუთხით.
ასევე ძალიან
მნიშვნელოვანი და კარგი
შესაძლებლობაა იმისთვის,
რომ ისევ და ისევ
საქართველოს პოზიციები
გავაჟღეროთ და კიდევ
ერთხელ გამოვთქვათ ჩვენი
ნება იმისა, რომ წვლილი
შევიტანოთ ჩვენს რეგიონში
მშვიდობისა და
უსაფრთხოების
უზრუნველყოფაში“, -
განაცხადა ბოჭორიშვილმა.