ანკარაში საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის, შალვა
პაპუაშვილის ოფიციალურ
ვიზიტს განსაკუთრებული
მნიშვნელობა გააჩნია, რაც
ხელს შეუწყობს არა მხოლოდ
საპარლამენტო
თანამშრომლობის
გაღრმავებას, არამედ
ორმხრივი და მრავალმხრივი
ურთიერთობების
გააქტიურებას, – ამის
შესახებ თურქეთში
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანმა ელჩმა,
არჩილ კალანდიამ
განაცხადა.მისი თქმით,
თურქეთის რესპუბლიკა
საქართველოსთვის ყველაზე
მსხვილ ეკონომიკურ
პარტნიორს წარმოადგენს და
პოლიტიკური ურთიერთობები
უმაღლესს დონეზე აქტიურად
ვითარდება.„საქართველოსა
და თურქეთის რესპუბლიკას
შორის სტრატეგიული
პარტნიორული ურთიერთობები
დინამიურად ვითარდება.
ანკარაში საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის, შალვა
პაპუაშვილის ოფიციალურ
ვიზიტს განსაკუთრებული
მნიშვნელობა გააჩნია, რაც
ხელს შეუწყობს არა მხოლოდ
საპარლამენტო
თანამშრომლობის
გაღრმავებას, არამედ
ორმხრივი და მრავალმხრივი
ურთიერთობების
გააქტიურებას. ვიზიტის
ფარგლებში დაგეგმილია
მთელი რიგი შეხვედრები, მათ
შორის თურქეთის უმაღლესი
საკანონმდებლო ორგანოს
ხელმძღვანელთან. ამ
თვალსაზრისით ქვეყნებს
შორის პოლიტიკური
ურთიერთობები
ხარისხობრივად კიდევ უფრო
მაღალ დონეზე გადავა.
თურქეთის რესპუბლიკა
წარმოადგენს ყველაზე
მსხვილ ეკონომიკურ
პარტნიორ საქართველოსთვის
და პოლიტიკური
ურთიერთობები უმაღლესს
დონეზე აქტიურად
ვითარდება. მოგეხსენებათ,
რომ თურქეთის რესპუბლიკას
მნიშვნელოვანი როლი
გააჩნია რეგიონში
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის კუთხით.
მთელი რიგი საკითხებია, რაც
ქვეყნების საერთო
ინტერესს წარმოადგენს.
თურქეთთან სავაჭრო
ეკონომიკური ბრუნვა სამი
მლრდ ამერიკულ დოლარს
აღემატება და თურქ
კოლეგებთან ერთად ჩვენი
ერთობლივი ამბიციაა რომ ეს
გაიზარდოს ხუთი მლრდ
ამერიკულ დოლარამდე.
ეკონომიკური კუთხით მთელი
რიგი სექტორები არსებობს,
სადაც თანამშრომლობის
დიდი პოტენციალი
გააქტიურების, ეს იქნება
სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურა,
ენერგეტიკა თუ საფინანსო
სექტორი. ჩვენ ამ მხრივ
აქტიურად ვმუშაობთ თურქ
კოლეგებთან“, – განაცხადა
არჩილ კალანდიამ.