„სკრინინგი ერთგვარი
პრევენციაა ონკოლოგიური
დაავადებებისთვის, ამიტომ
მზად ვართ სკრინინგის
პროგრამების კიდევ უფრო
გაფართოებისთვის“, -
განაცხადა თბილისის მერის
მოადგილე ანდრია
ბასილაიამ ჯანდაცვისა და
სოციალური პოლიტიკის
პრეზენტაციაზე.მისი
თქმით,დაავადებათა
სრკინინგის პროგრამების
ფარგლებში, უფასო
გამოკვლევები 100 000-ზე მეტმა
მოქალაქემ ჩაიტარა.„ჩვენი
მოსვლის დღიდან დავიწყეთ
საზოგადოებისთვის ყველაზე
მეტად საჭირო პროგრამები.
მათ შორისაა, დაავადებათა
სკრინინგის პროგრამა,
რომლის ფარგლებშიც
დაფინანსდა 850 000-ზე მეტი
კვლევა. სკრინინგი
ერთგვარი პრევენციაა
ონკოლოგიური
დაავადებებისთვის, ამიტომ
მზად ვართ ამ პროგრამის
კიდევ უფრო
გაფართოებისთვის. ეროვნულ
სკრინინგ ცენტრის არსებულ
ორ ფილიალს კიდევ ორიახალი
ფილიალიდაემატა. იმისთვის,
რომ გეოგრაფიული დაფარვა
გაგვეზარდა“, - განაცხადა
ანდრია
ბასილაიამ.დაავადებათა
სკრინინგის პროგრამის
ფარგლებში, სკრინინგ
ცენტრის ოთხივე ფილიალი
აღიჭურვა თანამედროვე
აპარატურით. უფასოდ
გამოკვლევები ჩაიტარა 100
000-ზე მეტმა
მოქალაქემ.ჯანდაცვისა და
სოციალური პოლიტიკის
ფარგლებში, მოქმედებს
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს
მართვისა და HPV დნმ-ის
ტესტირების
კომპონენტების, ასევე HER-2
დადებითი ძუძუს
მეტასტაზური კიბოს
სამკურნალო
მედიკამენტების
დაფინანსება.