„ანდერძი დატოვე, თუკი მოულოდნელად რამე დამემართა, საქართველოში დამკრძალეთო..." - თამარ ჩიბურდანიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Primetime.ge 5 საათი წინ 1
„ანდერძი დატოვე, თუკი მოულოდნელად რამე დამემართა, საქართველოში დამკრძალეთო..." - თამარ ჩიბურდანიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
„ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:„ალექს მე სულ სხვა სიტყვები მინდოდა დამეწერა შენზე, ჩვენზე, ჩვენს ოჯახებზე… თუ როგორ მოახერხე შენი ქართველი მეუღლის დათანხმება და ლონდონიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა, როგორ შეძელი ერთ-ერთ ულამაზეს ქართულ სოფელში შენი ოცნების ახდენა - დიდი სახლის აშენება. ქართულ ტაძარში, შენს მოძღვართან ყოველ კვირას ზიარება და სიცოცხლის ბოლომდე ქართული მიწის მოფერება. როგორ აღარ დაგჭირდებოდა დაღვრემილი სახით ბრიტანელ კაცს აეროპორტში საქართველოს დატოვება, თითქოს სამშობლოდან სხვა ქვეყანაში მიდიოდი. ფიქრიამ მთხოვა, რომ შენზე არაფერი დამეწერა საჯაროდ, რადგან ძალიან თავმდაბალი და უბრალო იყავი, არ გიყვარდა აფიშირება.ამ თხოვნას ვერ შევუსრულებ. მინდა იცოდეს ყველამ, რომ არსებობდა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ინგლისელი კაცი, რომელიც მოინათლა აქ მართლმადიდებლად და რაგინდ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, თავისი ქართველი მეუღლე აქცია აღმსარებლად და მაზიარებლად.მინდა იცოდნენ ისიც, თუ როგორ თხოვდი მეუღლეს, საქართველოში ჩამოსულიყავით საცხოვრებლად, აქ გაგეზარდათ თქვენი ალექსანდრია, აქ გეცხოვრათ სიცოცხლის ბოლომდე მინდა ისიც იცოდნენ, რომ ანდერძი დატოვე, თუკი მოულოდნელად რამე დამემართა, საქართველოში დამკრძალეთო ეს თხოვნა შეგისრულეს, ხვალ ქართულ მიწას მიგაბარებენ ხვალ ლონდონიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტში ქართული მართლმადიდებლური წესით გავაცილებთ უბედრი შემთხვევის შედეგად უდროოდ დაღუპულ ჩვენს ინგლისელ მეგობარს, იმ ტაძრიდან, სადაც ის მოინათლა და სადაც მისი მოძღვარი მუდამ სიყვარულით ელოდა უფალმა გაანათლოს შენი მართალი სული ალექს მსუბუქი იყოს შენთვის ქართული მიწა და ალალი იყოს ის ცრემლები, რაც ხვალ უხვად გაგყვება შენი საყვარელი ქართველი ხალხისგან“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.  
სრულად წაიკითხეთ სტატია