თბილისის მერმა კახა
კალაძემ დედაქალაქის
მთავრობის სხდომაზე
განაცხადა, რომ ამჟამად
დედაქალაქში ავტობუსის
მძღოლების ვაკანსიებია და
დაინტერესებულ პირებს
შესაძლებლობა აქვთ
კონკურსში მონაწილეობა
მიიღონ.მისი თქმით,
მძღოლებისთვის
შთამბეჭდავი ანაზღაურებაა
განსაზღვრული – საშუალოდ
3600-დან 5000 ლარამდე. კალაძის
განცხადებით, ეს
ვაკანსიები განსაკუთრებით
საინტერესო იქნება
მათთვის, ვისაც უკვე აქვს
სატრანსპორტო საშუალების
მართვის შესაბამისი
უფლება.კერძოდ, კონკურსში
მონაწილეობის მსურველებს
უნდა გააჩნდეთ D კატეგორიის
მართვის მოწმობა, ხოლო
18-მეტრიანი ავტობუსის
შემთხვევაში – E
კატეგორია.„მინდა,
მოსახლეობას მივაწოდო
ინფორმაცია არსებული
ვაკანსიების შესახებ. ვინც
ეძებთ სამუშაოს ამ
მიმართულებით, ვფიქრობ, ეს
ნამდვილად კარგი
შესაძლებლობაა
თქვენთვის“, – აღნიშნა
თბილისის მერმა.