"რასაკვირველია, ამხელა
ტვირთს საკუთარ თავზე ვერ
ავიღებდი, რომ არ მქონდეს
თქვენი, თბილისელების დიდი
მხარდაჭერა. რომ არ იდგეს
ჩემს ზურგს უკან ძლიერი
პოლიტიკური გუნდი -
“ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველო”, რომელსაც
გამორჩეული წვლილი აქვს
შეტანილი ქართული
სახელმწიფოს
განვითარებაში, ჩვენი
ქვეყნის ნათელი მომავლის
განმტკიცებაში. რთული
იქნებოდა დედაქალაქში
არსებული გამოწვევების
დაძლევა, რომ არა თბილისის
მერიის გამოცდილ,
პროფესიონალ
თანამშრომელთა უზარმაზარი
არმია," - ამის შესახებ კახა
კალაძემ თბილისის მერობის
კანდიდატად წარდგენისას
განაცხადა."როგორც უკვე
ვახსენე, თბილისი
შესაძლებლობების ქალაქია,
ამის გარანტი კი ხართ
თქვენ, ახალგაზრდები,
მომავალი თაობა - ჩვენი
ხვალინდელი დღის საყრდენი
და იმედი. მე თითქმის
ყოველდღიური შეხება მაქვს
ახალგაზრდობასთან,
რომელთა ენერგია და იდეები
ჩვენი ქალაქის მთავარი
მამოძრავებელი ძალაა.
გაძლევთ პირობას, ამ ძალას
მომავალშიც გამოვიყენებთ
მეტი განვითარებისთვის,
შენებისთვის. ეს არ
გულისხმობს მხოლოდ
ქალაქის განვითარებას –
ესაა პასუხისმგებლობის
გაზიარება, იდეების გაცვლა
და ერთობლივი შრომა
უკეთესი
თბილისისთვის.ჩემო
ახალგაზრდა მეგობრებო,
თქვენი სიყვარული
ქვეყნისა და ქალაქისადმი
გვაძლევს იმედს, რომ
თბილისი ნამდვილად იქნება
ცოცხალი, თანამედროვე და
განახლებაზე
ორიენტირებული ქალაქი," -
აღნიშნა კალაძემ.