ამომრჩევლის დასჯის მომხრე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ, მიგვაჩნია, რომ რადიკალური ოპოზიცია უნდა გასამართლდეს - რატი იონათამიშვილი „ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივაზე

Primetime.ge 2 თვის წინ 23
ამომრჩევლის დასჯის მომხრე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ, მიგვაჩნია, რომ რადიკალური ოპოზიცია უნდა გასამართლდეს - რატი იონათამიშვილი „ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივაზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ის არ ეთანხმება "ნეიტრალური საქართველოს" მიერ წამოყენებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მათი მხარდამჭერებიც უნდა გასამართლდნენ.როგორც იონათამიშვილმა გადაცემა "დღის კურიერში" განაცხადა, დღეს ამომრჩევლის მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოსა და მომავლის სასარგებლოდ მიიღონ."უმთავრესი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ ეს არის გადაწყვეტილება, რასაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებენ და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მომავლის სასარგებლოდ.დღეს, ჩვენი ქვეყნის წარსულია რადიკალური ოპოზიცია, ამაზე საზოგადოება ნათლად არის შეთანხმებული. რაც შეეხება თავად ამომრჩევლის დასჯას ამის მომხრე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ. მიგვაჩნია, რომ უნდა გასამართლდეს რადიკალური ოპოზიცია - "ნაციონალური მოძრაობა" თავის სატელიტ პარტიებთან ერთად.ამ პარტიების გასამართლება ავტომატურად კავშირშია პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებასთან. რა თქმა უნდა, იმ მცირე მხარდამჭერებსაც კი, ვინც მათ შემორჩათ, მათაც გაათავისუფლებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია