საქართველოს ცალკეულ
რაიონში 15-17 თებერვალს
ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.ამის შესახებ
ინფორმაციას გარემოს
ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.სინოპტიკოსების
პროგნოზით, თბილისში
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, ჰაერის
ტემპერატურა დღისით +10, +12
გრადუსი
დაფიქსირდება.სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15
თებერვალს უნალექო ამინდი
იქნება, 16-17 თებერვალს კი
ზოგან გაწვიმდება, ჰაერის
ტემპერატურა დღისით +13, +15
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი) 15 თებერვალს
უნალექო ამინდი იქნება, 16-17
თებერვალს კი გაწვიმდება,
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +12, +14 გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): 15 თებერვალს
უნალექო ამინდი იქნება, 16-17
თებერვალს კი ზოგან
ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +9, +11
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო):15 თებერვალს
უნალექო ამინდი იქნება, 16-17
თებერვალს კი მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +3, +5 გრადუსი
დაფიქსირდება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): 15-16 თებერვალს
უნალექო ამინდი იქნება, 17
თებერვალს კი ზოგან
გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +11, +13
გრადუსი
დაფიქსირდება.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): 15-16
თებერვალს უნალექო ამინდი
იქნება, 17 თებერვალს კი
ზოგან გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +12, +14
გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): 15-16 თებერვალს
უნალექო ამინდი იქნება, 17
თებერვალს კი ზოგან მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +7, +9 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): 15 თებერვალს უნალექო
ამინდი იქნება, 16-17
თებერვალს კი ზოგან მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +1, +3 გრადუსი
დაფიქსირდება.